LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ზღაპრებს რეპავს

47
otokovziridze

„იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე, რომელმაც „იუთუბ არხის“ საშუალებით საინტერესო პროექტი დაიწყო და მას „ზღაპ-რეპი“ უწოდა. ამ პროექტის ფარგლებში, ოთომ გადაწყვიტა, ცნობილი იგავ-არაკები და ზღაპრები გარეპილი სახით წარუდგინოს ბავშვებს. პირველი ვერსია უკვე გაკეთდა, „მგელი და კრავის“ ახალი ვერსია „იუთუბზე“ უკვე ხელმისაწვდომია.

ოთო კოვზირიძე:

„თავიდან მინდოდა, ჩემი შვილებისთვის ზღაპრები წამეკითხა, ეს ტელეფონით გადამეღო და შემდეგ ამეტვირთა „იუთუბზე“. შემდეგ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ მუსიკალურ ჟანრთან გავაერთიანებდი. რაც უნდა გაგიკვირდეთ, რეპი ყოველთვის მიყვარდა და გადავწყვიტე, რომ ზღაპრები გამერეპა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები