„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალურ დაჯილდოებაზე, გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თედო ბექაურს სწავლას დაუფინანსებენ.
საკუთარ ემოციებზე თედო ბექაური ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თეატრალურ უნივერსიტეტში აუცილებლად ჩააბარებს:
„რამდენიმე დღეში, ალბათ, გარკვეული, დალაგებული და დაწყნარებულიც ვიქნები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.
გოჩა ჩერტკოევის დამსახურებაა, მან დაინახა ჩემში არტისტულობა და გულთან მიიტანა, რომ უფულობის გამო სწავლა ვერ მოვახერხე, პირად საუბრებშიც მეუბნებოდა,შენიო ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო“, – აღნიშნავს თედო ბექაური.