საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გაწევის გამო „შპს „TECHMOMAX LLP“ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა მეორედ დააკისრა.
კომისიამ შპს „TECHNOMAX LLP”-ს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაცია დენადი ხასიათის დარღვევის გამო 2016 წლის 31 მაისს შეუჩერა.
მაუწყებლობის ტრაზიტის მომსახურებაზე ავტორიზაციის შეჩერებამდე შპს „TECHNOMAX LLP“ კომისიამ არაერთხელ დააჯარიმა. თავდაპირველად, 2015 წლის 1 ოქტომბერს კომპანიას შესაბიმისი ლიცენზიისა და ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ-საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის გამო საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1441 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000ლარის ოდენობით დაეკისრა. მოგვიანებით კომპანიამ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე გაიარა ავტორიზაცია, თუმცა კომპანიას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო სანქცია 2016 წლის გაზაფხულზე კიდევ ორჯერ დაეკისრა, რადგან შპს „TECHNOMAX LLP“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება საავტორო და მომიჯნავე უფლებების თაობაზე არ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი.
აღნიშნული კომპანიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, კომისიაში მოქმედი ოპერატორების, შესაბამისი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების პირველადი უფლების მფლობელიკომპანიების და უცხოური არხების დილერი კომპანიების საჩივრები იყო წარმოდგენილი (სს“სილქნეტი“, შპს„კავკასუს ონლაინი“, „საქართველოს საკაბელო ქსელების კავშირი“, ასევე “EuroNews”, “National Geographic”, “Fox”, „Discavery“ და სხვა).
კომისიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP”-სთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ორი ინსტანციის (საქალაქო და სააპელაციო) განხილვის შემდეგ სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP”-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ძალაში დატოვა.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმაშპს „TECHNOMAX LLP” 2016 წლის 29 დეკემბერს შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე კვლავ ეწევა, რაც საფუძვლად დაედო შპს „TECHNOMAX LLP”-ისთვის საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსის“ 1441 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის, 5 000 ლარის ოდენობით, ხელმეორედ დაკისრებას.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, დენადი სახის დარღვევის გამო და, ასევე, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ზემოთხსენებული საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბმის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემა.