LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა აკადემია“ კორპორატიულ ტრენინგებს ატარებს

1

„თეგეტა აკადემიამ“ კორპორატიული ტრენინგები დაიწყო, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომელთა სპეციალიზირებულ გადამზადებას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის და დეტალური ფუნქციონირების მიმართულებით.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ კომპანია GWP-ს თანამშრომლები.

„ჯამში ჩატარდა ტრენინგის 7 ეტაპი და სწავლება გაიარა 100-ზე მეტმა მონაწილემ. ტრენინგის კურსი მოიცავდა სპეცტექნიკის, კერძოდ JCB 3cx მოდელის აგებულებას, მისი კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ფუნქციებს, სამუშაო რეჟიმებს, სწორი ექსპლუატაციის პირობებს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს საგარანტიო მიმართულებით.

„თეგეტა აკადემია” 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის” მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.

აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა – ელექტრო სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 20 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერთიფიკატო კურსებს კორპორატიული და ინდივიდუალური პირებისთვის“, – ნათქვაია კომპანიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g