ლედი გაგა და ტეილორ კინი, რომელიც უახლოეს მომავალში ქორწილს გეგმავდნენ, ერთმანეთს მოულოდნელად დაშორდნენ. მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დასახელდა, რომლის გამოც ერთმანეთს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.
ამ დღეებში, ტეილორის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ძალიან განიცდის ამ დაშორებას და მზად არის საყვარელი ქალის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოს. მისი თქმით, ლედი გაგასაც ძალიან უყვარს ის, შესაბამისად, შერიგების შანსები ძალიან მაღალია.
ცნობილი ხდება ისიც, რომ მათ შერიგებას ერთმანეთის ოჯახებიც ელოდებიან, რომლებიც ვარსკვლავების დროებითმა დაშორებამ ძალიან გაანაწყენა.