LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეიმურაზ კუპატაძე: „თბილისში მიმდინარე მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა კანონმდებლობით მიღებულ ზომებს – ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები“

159
თეიმურაზ კუპატაძე

„თბილისში მიმდინარე მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა კანონმდებლობით მიღებულ ზომებს – ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორ მანვე აღნიშნა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინაააღმდეგ, ძალა გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლიციის მიერ ხდება მასმედიის მართვა და საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინაააღმდეგ, ძალა გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგაზმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან, სპეციალური ღონისძიებების განხორციელება, ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებული არიან საერთაშორორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ როგორც საქართველოში, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთში და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების, შეკრებისა და მანიფესტაციების ეფექტური მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

როგორ ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცველების მიერ შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება -ვიდეოკოლაჟი საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Wednesday 8 May 2024

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“. – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

პოპულარულები