LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასელ წყვილს 79 Dodge Viper ყავს

30

სპორტული ავტომობილების სიყვარულით ძალიან ბევრი ადამიანი იწონებს თავს, თუმცა ამ წყვილის სიყვარულმა ყველა გააოცა. უეინ და დიანა რაუებმა სულ ახლახან შეიძინეს რიგით 78-ე და 79-ე Dodge Viper.

 

ცნობილია, რომ წყვილს აქვს საკუთარი ავტოგასამართი სადგურის ბიზნესი. თუმცა მათი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება. წყვილი საკუთარი ავტომობილების გადაკეთებაზეც მუშაობს. როგორც ამბობენ, მათ უნდათ, რომ ყავდეთ ისეთი ავტომობილები, რომლებსაც სხვა შეკვეთითაც კი ვერ იყოლიებს.

 

თუმცა მათი სიყვარული სპორტული ავტომობილების მიმართ მხოლოდ „დოჯ ვაიპერით“ არ შემოიფარგლება, წყვილის ავტოფარეხში შევხვდებით ისეთ მარკებსაც როგორებიცაა „Fiat Chrysler, Ford“. საერთო ჯამში წყვილს 100-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს საკუთრებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები