LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელ-ავივი-თბილისის ავიაბილეთი 219 დოლარი ღირს – ფრენა 13 მაისს დაინიშნა

107
?????? ????
?????: ????? ?? ???26/05/2015

ავიაკომპანია Israir Airlines თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე სპეცრეისს განახორციელებს. ფრენა 13 მაისს შედგება. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!!!!!!! ავიაკომპანია „ISRAIR“ ა.წ. 13 მაისს განახორციელებს ფრენას თელ ავივი – თბილისის მიმართულებით! ბილეთების რეალიზაცია მოხდება ონლაინ რეჟიმში ოფიციალურ ვებსაიტზე: www.israir.co.il ერთი გზის, თელ-ავივი-თბილისის ფასი: 219 აშშ დოლარი“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მიერ რეგულარული რეისების შეჩერების შემდეგ, ეს აღნიშნულ მარშრუტზე Israir Airlines-ის მიერ შესრულებული რიგით მეოთხე რეისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები