LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავი ჭაჭის ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლებს

131
ჭაჭა

4 ნოემბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, ჭაჭის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება. წელს, პირველად, ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობას ფერმერები, გლეხები, მცირე მარნების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მიიღებენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები ჭაჭის ნიმუშების, ტრადიციული კერძების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვისთვის. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ კულტურულ პროგრამას ტრადიციულად საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე წარუძღვება.

დღის ბოლოს საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯიდლოვდებიან. ასევე, ფულადი პრიზები გადაეცემათ ყველაზე კრეატიულ მუნიციპალიტეტებსაც მათ ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.

ჭაჭის ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ დასკვნითი კონცერტით დაიხურება – წარმოდგენილი იქნება თეატრალიზებული მუსიკალური ნომრები დავით დოიაშვილის სპექტაკლებიდან „გაყრა“ და „შეყრა“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები