კახეთში, თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად სამი ტურისტი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ჯიპის ტიპის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ტურისტებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და სავარაუდოდ მას რეანომობილით თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.