„თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა. როგორც მელიამ აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის ჩატარებას აპირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მხარდამჭერებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. მთელს საქართველოში კამპანიის ჩატარებას ვაპირებ. პირდაპირი გაგებით, შესვლა მართლა ყველა სოფელში მინდა.
ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება.
მჯერა საკუთარი თავის, მჯერა საკუთარი სიმართლის, მჯერა საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, რეპუტაციის. რამ უნდა შეგვიშალოს ხელი ციხემ?! ციხემ შემიშალა ხელი?! არა მგონია… ეს ყველაფერი მთელს საქართველოს უნდა გადაედოს და მჯერა, გადაედება! ხალხმა ყველგან უნდა დაგვინახოს. ვერც ჩინჩალაძე, მურუსიძე, კალაძე მიტაცებულ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მელიამ.
