LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის აეროპორტი რეისების მისაღებად ემზადება

217
თელავის-აეროდრომი-მიმინო

თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი, აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, „მიმინოს“ რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და მოიცავს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის (სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდის სადგომი) სრულ განახლებას. სარემონტო სამუშაოები გულისხმობს გრუნტოვანი და ასფალტის ფენების მოწყობას და შესაბამისი ნიშნებით მარკირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების თვის ბოლოს დასრულდება და მის შემდეგ, თელავის აეროპორტი სრულად იქნება მზად, მიიღოს შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან. პროექტს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს და ჯამური ინვესტიცია 2 მლნ ლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g