LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ტექნოპარკი „Smart Stay ჰაკათონს“ უმასპინძლებს

114
ჰაკათონი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 27-28 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, „Smart Stay ჰაკათონი“ ჩატარდება.

ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ, სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4 წევრიანი გუნდები).

ღონისძიების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება  ტრანსპორტირება: თბილისი-თელავი/თელავი-თბილისი.

პროექტის მონაწილეები ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს შექმნიან. მათ ექნებათ შესაძლებლობა, პროექტის მსვლელობისას, ისარგებლონ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში.

გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელსაც 10 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები