თელავში, რუსთაველის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცი ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი.
ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
“ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.