LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში აქციის ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალა

კარვები-4

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა კარვები გაშალა წარწერით “არა სალომე”. ისინი აცხადებენ, რომ 10-მდე კარვის გაშლას გეგმავენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრმა ბესო შენგელიამ განაცხადა, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას არ შეეგუებიან.

მისივე თქმით, აქციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მხარდამჭერებს ელოდებიან.

ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც აქციას გომბორის უღელტეხილზე შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შეუერთდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g