LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ბატონის სასახლე დღეს ოფიციალურად გაიხსნა

478

თელავში, ბატონის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია.

რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად აღდგა ძველი შენობა. გამოიცვალა ვიტრაჟები, სახურავი და იატაკი. დასრულდა ლესვითი სამუშაოები. ასევემ გამოიცვალა აივანზე არსებული ძველი ხეები.

ბატონის ციხის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. სამუშაოების დროს პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა.

ბატონის ციხის ტერიტორიაზე აშენდება ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაც. ეს რეაბილიტაციის პროექტის მეორე ფაზაშია გათვალისწინებული, რომელიც მუზეუმის და ტერიტორიის კეთილმოწყობას გულისხმობს.

თუმცა, მეორე ფაზა ვადებში საკმაოდ გაჭიანურდა, რადგან პროექტში მიმდინარეობის დროს ბევრი ცვლილება შევიდა.

მეორე ფაზის დასრულების ვადები ჯერჯერობით, ცნობილი თუმცა ცნობილია ღირებულება – მუზეუმისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია 4 154 000 ლარი დაჯდება.

ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის თავდაპირველ პერიოდში, ასევე არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები.

ბატონის სასახლე დაფუძნდა და თავდაპირველი, სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში, XVII  ს-ის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე.

თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის  ნაგებობებს. მათ შორის, XVII_XVIII საუკუნეების გალავანს, XVII_XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII_XVIII საუკუნეების სობოროს, XVII_XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX  საუკუნის შუა წლების „სახაზინო სახლს“ (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია),  XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას,  XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას (ამჟამად დანგრეულია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g