LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა

103
avariaaaaa

თელავში ბუნებრივი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა. თვითმხილველებისინფორმაციით, 17 წლის გოგონა და 60 წლამდე ქალი სახლში იმყოფებოდნენ. მათ შეუძლოდ იგრძნეს თავი და სამაშველო სამსახურში დარეკეს.

მათივე თქმით, მაშველებმა და სამართალდამცველებმა ბინაში შესვლა სპეციალური ტექნიკით შეძლეს. ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმის თქმით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ადგილზე მაშველები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები