თელავში, სოფელ რუისპირში ხანძარია. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ბალახს უკიდია.
ცეცხლის ლოკალიზებაზე უკვე აქტიურად მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე მაშველი და სამი ცისტერნა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებითაა და მისი მასშტაბი საგანგაშო არ არის.