თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა – ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
მეზობლების თქმით, სახლში დედა-შვილი იმყოფებოდა, ცეცხლი კი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ხანდაზმული ქალის გამოყვანა ვერ მოხერხდა, შვილმა გამოსვლა შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დროისთვისაც იმყოფება. ადგილზე კვლავ რჩება პოლიციაც, რომელიც ხანძრის წარმომშობ მიზეზებზე გამოძიებას დაიწყებს“, – წერს „მთავარი ამბები კახეთიდან“.
