თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” დაუდასტურეს.
დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.