თელავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ერთი ნაწილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ნაძვის ხის კენწერო და ილუმინაციები. ინფორმაციას „კახეთის ხმა“ ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა მალევე ჩააქრეს. სავარაუდოდ, ნაძვის ხეს სავარაუდოდ ფოიერვერკი ესროლეს.
„ქალაქის მთავარი ნაძვის ხის წვეროს გაუჩნდა ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ფოირვერკის სროლის შედეგად მოხდა. გამომწვევ მიზეზებს ვადგენთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ“- თქვა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა.