თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ის ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება, ის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.