LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“ – საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო

384
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ბორდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი ტელეარხის ჟურნალისტებმა – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა გამოთქვეს, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტს ხმაური მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათ თავდაპირველად არხის შენობაშიც არ უშვებდნენ.

„მაუწყებლის შენობაში თანამშრომელს რომ არ უშვებენ, ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“, – მიმართა ვასილ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ბონდო მძინარიშვილს.

ადგილზე მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ შენობა მშენებარეა, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან

ხმაური იყო ცოტახნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან, სადაც ბორდის სხდომა მიმდინარეობს. თავდაპირველად შეთანხმება იყო, რომ სხდომაზე კონკრეტულ პირებს დასწრების შესაძლებლობა ექნებოდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g