ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, გუმბარიძე “ინტერმედიას” საქმეზეა დაბარებული. ზუკა გუბრარიძე ამ კომპანიის დამფუძნებელია.
გუმბარიძე გენერალურ პროკურატურაში მისვლას ადვოკატთან ერთად 2 ოქტომბერს, 14 საათზე აპირებს.
ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა დღეს, პირველ ოქტომბერს დაიწყო.