LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

130

ტელეკომპანია იბერია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი ომეგა ჯგუფისთვის მიყენებული 100-მილიონიანი ზარალი ტელევიზიის მაუწყებლობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ეს კომპანია არხის ძირითადი დამფინანსებელია.

ჟურნალისტების ინფორმაციით, იბერიას ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბრითიშ-ამერიქან თობაქოს მხრიდან დაწესებული დემპინგური ფასების გამო, ომეგა ჯგუფს  ზარალი მიადგა. საუბარია 100 მილიონ დოლარზე.

“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედბეები”, – ხუზმიაშვილის თქმით, მან განცხადება არხის ჟურნალისტების სახელით გააკეთა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=5VjAEerlh7U

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g