LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

115
თელეთი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე ფუად მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, აშენდება ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და  600 კვადრატული მეტრი ფართობის სპორტული დარბაზი, დამონტაჟდება გათბობის, წყლის, წყალარინების, სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა  და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. 

ამ დროისთვის, სამშენებლო პროცესი საწყის ეტაპზეა, მომზადდა ძირითადი შენობის საძირკველი და აშენდა საქვაბე და საკანალიზაციო სეპტიკი.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 098 000 ლარია გამოყოფილი, სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g