გარდაბანში, სოფელ თელეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ამ დროისთვის კვლავ “ნიუ ჰოსპიტალში” არიან.
კლინიკის ცნობით, ისინი რენიმაციაში რჩებიან და ამ ეტაპზე მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
2 დაღუპული და 15 დაშავებული ადამიანი - ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან
სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები კი კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.