მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.
რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები ყოველდღიურად იმართება. ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მომღერალი თემო რცხილაძე ეხმაურება და სოციალურ პლატფორმა „ტიკ ტოკზე“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს:
„რატომა ატარა მოსემ 40 წელი ებრაელები უდაბნოში? მხოლოდ ერთი მიზეზით, წმინდა მიწაზე მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებული ადამიანები უნდა მიეყვანა! მონობაში დაბადებული თაობა ვერასოდეს ვერ ააშენებს ნათელ მომავალს, ის ყოველთვის მონა დარჩება!
ახალი, ძლიერი და მშვენიერი მხოლოდ თავისუფლებაში დაბადებულ ადამიანს შეუძლია შექმნას!
ამის მერე ისმის შეკითხვა… ჩვენ თუ გვეშველება რამე… აუცილებლად! უფალმა იმიტომ არ მოგიყვანა აქამდე რომ ვიღაც კერპთაყვანისმცემლების მონურ სურვილებს გადააყოლოს ჩვენი ქვეყანა
გვეშველება… კიდევ რამოდენიმე წელიწადი და 40 წელით შესრულდება, რაც გონებრივ უდაბნოში დავბორიალობთ.
შევალთ უფლის ნებით მართალ, თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში, ოღონდ არა ქოცებით არა ნაცები და სხვა პოლიტ არაკაცებით!!!, არამედ იმ ახალი თაობით, რომლისთვისაც მთავარია მხოლოდ ენა მამული სარწმუნოება!!! რომელიც კერპს დაამსხვრევს… რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მხოლოდ აღმშენებლობით და სიყვარულით იქნება დაკავებული!!! დიდება უფალს დიდება საქართველოს“
@temo.r91 #თავისუფლება #სამშობლო #არარუსეთს #россиязло #თავმოყვარეობა #სინდისი #Temo ♬ оригинальный звук – Temo R