LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს – როდემდე შენარჩუნდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა

5109
ამინდი

მომდევნო კვირის განმავლობაში, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსს მიაღწევს.

როგორც „ფორტუნას“ სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, სიცხის ფონზე, ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

„7 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სიცხის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, განვითარდეს ღრუბლები, რაც ხანმოკლე წვიმას და სეტყვას გამოიწვევს.

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია ტემპერატურამ +35, +37 გრადუსამდე მოიმატოს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით, 7 ივნისს დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, ტემპერატურამ +35 გრადუსამდე მიაღწიოს.

7 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გრილი მასები შემოვა, რაც ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლებას გამოიწვევს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი 7 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან, 8 და 9 ივნისს, ღმის საათებში წვიმის და სეტყვის ალბათობა მოიმატებს.“ – აღნიშნა დოდო გვაზავამ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g