თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 21 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უწყობის ცნობით, დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
“თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით, მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“
შეგახსენებთ, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში სტუდენტი გოგონა მოკლეს. ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. იგი 1997 წელს დაბადებული ა.ნ. -ია.