LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე ახალი მდინარე და პარკი გაიხსნება – ხევის კვლევა დასრულდა

1290
1541172555-თემქა-1024x673

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა.

თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის

თემქაზე ახალი პარკის გაშენებისთვის მზადება დაწყებულია - როდის დასრულდება სამუშაოები

ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. ამჟამად, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ასევე, ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევას მოიცავს. კვლევის საფუძველზე ცნობილი გახდება, შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის მონაკვეთის გახსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა. […]

რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.

„ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

თემქაზე ახალი პარკის გაშენება იგეგმება

თბილისში, თემქაზე შესაძლოა, ახალი პარკი გაშენდეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა. მისი თქმით, გენ.გეგმის ეს შეთავაზება დედაქალაქის მერიამაც მოიწონა, თუმცა საბოლოო პროდუქტი მიღებული არ არის და გადაწყვეტილებაზე „ბეჭედი არ დაუსვამთ“. პარკის გაშენება ორ საცხოვრებელ მიკრორაიონს შორის არსებულ აუთვისებელ ხევში იგეგმება. „თბილისში ათეულობით წლებია დიდი მასშტაბის პარკი არ გაშენებულა. […]

ამ საკითხზე საჯარო შეხვედრები კვლევის დაწყებამდეც გაიმართა. როგორც აქამდე, ისე დღესაც აღინიშნა, რომ  მოსახლეობა მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები