LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე მოკლული გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

135

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, 2 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს. თუმცა, ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

„არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობდა, საქართველოში აღარ არის და შესაბამისად, საფრთხე არავის ემუქრება, მათ შორის არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აქედან გამომდინარე, დღეს ვიშუამდგომლებ, რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს, რომ დაკმაყოფილდება,” – განაცხადა ოტიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას არ გააჩნია მტკიცებულება, რომ სწორედ ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა დანაშაული.

ადვოკატი იშუამდგომლებს, რომ დაუშვებლად ცნოს სასამართლომ ის მტკიცებულება, რომელიც გრიგალაშვილთან გასაუბრებისას ოპერატიულადაა მოპოვებული. ოტიაშვილის თქმით, გამოძიებამ გრიგალაშვილისგან გარკვეული პასუხები მოწმედ გამოკითხვისას მოტყუებითა და შანტაჟით მიიღო და შემდეგ ეს ჩვენება დანაშაულის აღიარებად გაასაღა. მისივე თქმით, ოპერატიული ჩაწერა ასევე კანონდარღვევით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g