LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა დამოუკიდებელ ექსპერტებს და მსჯავრდებულის ადვოკატს უჩივის

nacvlishvilismama

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ალექსანდრე გეჯაძეს უჩივის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ექსპერტების წინააღმდეგ განცხადებას პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს.

„პროკურატურაში განცხადების შეტანას ვაპირებ, გაყალბებული ალტერნატიული ექსპერტიზის გამო, ექსპერტებს ალექსანდრე გეჯაძეს, ასევე მასთან ერთად მეორე ექსპერტს გაგუასაც ვუჩივი.

ასევე, საჩივრის შეტანას ვაპირებ ჩემი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, შავ მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმაც არაერთხელ დამისვეს კითხვა, მე კი, თავის მართლება მიწევდა. ამ ადვოკატის ქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ჩემ დაკარგულ შვილზე ვიფიქრო, თუ ამ ადვოკატის სისულელეებზე,“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა 2018 წლის 22 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას ანა ნაცვლიშვილი სახლიდან გაიყვანა და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

პოპულალურები