თბილისში, თემქაზე ტრაილერი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ცნობითვე, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
