LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Temu წლის ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა

118
TEMU

ელექტრონული კომერციის ჩინურმა პლატფორმამ Temu ახალი რეკორდი დაამყარა – ის 2024 წლის ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა. როგორც ირკვევა, Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა წელს ყველაზე მეტჯერ სწორედ აღნიშნული აპლიკაცია გადმოწერეს.

მომხმარებლებს შორის პოპულარულ აპლიკაციებს შორის ასევე მოხვდა TikTok, Threads და ChatGPT.

აღსანიშნავია, რომ პოპულარული აპლიკაციების ათეულში Temu ერთადერთია, რომელიც ელექტრონული კომერციის სექტორს წარმოადგენს.

ამჟამად Temu-ს 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელიც თვეში მინიმუმ ერთ ტრანზაქციას მაინც ახორციელებს, რაც 2022 წელს დაფუძნებული პლატფორმისათვის ფენომენალური შედეგია.

Temu-ს ჩინური ტექნოლოგიური ჰოლდინგი PDD ფლობს, რომელიც ათობით პლატფორმას და აპლიკაციას აერთიანებს. ულტრა იაფი პლატფორმა Temu, კონკურენტებისგან განსხვავებით, აქტიურად იყენებს აგრესიული მარკეტინგის, ფასდაკლებებისა და ბონუსების სისტემას, რაც მის მიმართ ინტერესს სწრაფად ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g