„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ. ისინი არიან ხელფასს დახამებული მონები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გადაარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის
მისი თქმით, გახარიას პარტიაც ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხოს, როგორც „ქოცები“ და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული, როგორც „ქოცები“.
„რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს „ახევს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.