LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მიქელაძე: „საქართველოში სამი ბავშვი ავცერით, რადგან ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდათ…“

84
temurmiqeladzenews345

ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე ტელეკომპანია „იმედს“ ჩაერთო და კოვიდის გავრცელებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

თემურ მიქელაძე:

„ბავშვთა მომართვიანობა როგორც ჩემთან, ისე სხვა პედიატრებთან, ყოველდღიურად მეტ-ნაკლებად იმატებს…

კოვიდი რესპირატორულ-ვირუსული დაავადებაა და ახასიათებს ის სიმპტომები, რაც ამ დაავადებებს ახასიათებს. ასაკობრივი თავისებურებების მიხედვითაც ისეთი გამოვლინებებია, რაც წინა შტამებს ახასიათებდა. ძირითადად, ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. დელტა შტამის შემთხვევაში, მისი კონცენტრაცია უფრო დიდია ზედა სასუნთქ გზებში, ამიტომაც გადამდებობის ინდექსი უფრო იზრდება და შეიძლება, უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდეს. მე რაც მქონია შემთხვევა, სხვა მხრივ სიმძიმით გამორჩეულია არაა სხვა შტამებისგან. ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან უსიმპტომოდ. განსაკუთრებულ გართულებებს, რა მონაცემებიც ჩვენ გვაქვს, არ უნდა ველოდოთ…

12-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოში სამი ბავშვი აიცრა. მათთვის კონკრეტული გამონაკლისი დავუშვით, მათ ჰქონდათ ისეთი ქრონიკული პათოლოგია, რომელთა დაინფიცირების შემთხვევაში კორონავირუსის გამწვავებული ფორმა მიგვეღო. ერთი კვირის წინ აიცრნენ და გადაიტანეს ყოველგვარი გართულების გარეშე. სამაყროს ნაწილი ვართ და რა რეკომენდაციაც იქნება, იმას მივყვებით. ამ ეტაპზე ჯერ ბავშვების აცრა არ იგეგმება, რადგან კონკრეტულად ამ ასაკობრივ ჯგუფში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ. ასაკობრივი დაწევა ვაქცინაციის, მოგვეხმარება იმაში, რომ თუკი ქრონიკული პათოლოგიაა, აცრას შევძლებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g