“ამ ტენდენციურმა კვლევამაც კი აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” მყარად ლიდერობს რეიტინგებში,” – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევა შეაფასა.
მმართველი ძალის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ამ ორგანიზაციის ოპოზიციისადმი ზოგადი მიკერძოებულობისა, ბოლო გამოკითხვამ მაინც ნათლად გამოკვეთა “ქართული ოცნების” უპირობო ლიდერობა და საზოგადოების მკვეთრი აზრი, რომ მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის აუცილებლობისკენ მოუწოდებს.
“ამ ტენდენციურმა კვლევამაც კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტირებას. აჩვენა ისიც, რომ “ქართული ოცნება” მყარად ლიდერობს რეიტინგებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ განწყობაზე, რომ ქუჩიდან პოლიტიკურმა საქმიანობამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ამილახვარმა.