LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

1088
Untitled design (79)

მსახიობ თენგიზ არჩვაძეს ხვალ, 31 ოქტომბერს დაკრძალავენ.

პანაშვიდი დღეს, რაზმაძის #52-ში გაიმართება. მისი გამოსვენება კი დიდუბის პანთეონის ეკლესიიდან, ხვალ, 14:00 საათზე მოხდება.

თენგიზ არჩვაძეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

„წავიდა დიდი ქართველი არტისტი.. დიდი ქართველი!“ – თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

ინ­ფორ­მა­ცი­ას ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის პრო­დი­უ­სე­რი, დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი.“ „დედა,“ „ღალატი,“ „თვალი პატიოსანი,“ „როცა ქალაქს სძინავს,“ „მე ვხედავ მზეს,“ „დღის წესრიგშია ერთი საკითხი,“„კვაჭი კვაჭანტირაძე,“ „30 აგვისტო,“ „ჯორდანო ბრუნო,“ „ძველი ვალსი,“ „ასის წლის წინათ,“ „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები,“ „სახლის ანგელოზები,“ „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: „კეთილი ადამიანები,“ „ერთი ცის ქვეშ,“ „ხევისბერი გოჩა,“ „ხევსურული ბალადა,“ „დიდოსტატის მარჯვენა,“ „დათა თუთაშხია,“ „მე ვხედავ მზეს,“ „შეხვედრა წარსულთან,“„მალე გაზაფხული მოვა“ და სხვა.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თენგიზ არჩვაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

  • 1967-1973 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრშიც.
  • 2011 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი.

თენგიზ არჩვაძე იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

2017 წელს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

იმავე წელს გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – თენგიზ არჩვაძე“, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას“ – კულტურის სამინისტროს სამძიმარი

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ – თენგიზ არჩვაძე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში 

„ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები