LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე: პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი მივიდნენ

469
Untitled design (95)

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც მსახიობ თენგიზ არჩვაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს,  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიდიან, მათ შორის პოლიტიკოსები.

არტისტის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

მან სცენური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „მოკვეთილი.“ „დედა,“ „ღალატი,“ „თვალი პატიოსანი,“ „როცა ქალაქს სძინავს,“ „მე ვხედავ მზეს,“ „დღის წესრიგშია ერთი საკითხი,“„კვაჭი კვაჭანტირაძე,“ „30 აგვისტო,“ „ჯორდანო ბრუნო,“ „ძველი ვალსი,“ „ასის წლის წინათ,“ „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები,“ „სახლის ანგელოზები,“ „მგზავრის წერილები“ და სხვა.

მონაწილეობს ფილმებში: „კეთილი ადამიანები,“ „ერთი ცის ქვეშ,“ „ხევისბერი გოჩა,“ „ხევსურული ბალადა,“ „დიდოსტატის მარჯვენა,“ „დათა თუთაშხია,“ „მე ვხედავ მზეს,“ „შეხვედრა წარსულთან,“„მალე გაზაფხული მოვა“ და სხვა.

მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებას“ – კულტურის სამინისტროს სამძიმარი

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ რომ ღმერთს“ – თენგიზ არჩვაძე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში 

„ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები