LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში არსებულ პანდემიურ მდგომარეობას აფასებს

171
cercvadze-37579

ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა ,- ამის შესახებ  თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელმა მსოფლიოში დაიკლო, მაგრამ არა იმდენად, რომ ის თვითდამშვიდების საშუალებას იძლეოდეს.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის მიკრო პიკები არ წარმოადგენს ნაციონალურ საფრთხეს.

“ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პირბადეების მოხმარების კლება, ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად სახიფათოა. ლენჯერში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, სწორედ ხალხმრავალ შეკრებას უკავშირდება. სოციალურ დისტანციასაც აღარ ვიცავთ ისე, როგორც ვიცავდით. უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს. ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, არ გვექნება დაავადების ფართო გავრცელება. არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვების და საკარანტინო ღონისძიებების დაწესება. შემოვიფარგლებით ლოკალური ღონისძიებებით, როგორიც არის ყაზბეგში, მესტიაში და ქობულეთში. ხედავთ, აქედანაც, მხოლოდ მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო. ყაზბეგში და ქობულეთში ჯერჯერობით საკარანტინო ღონისძიებები საჭირო არ გამხდარა. ეს შედეგია არა დაავადების შემსუბუქების და გაკეთილშობილების, არამედ იმის, რომ საქართველოს ექიმები და სამთავრობო ვერტიკალი ყოველთვის კარგად მართავს ვითარებას. უკეთესად ისწავლეს ბრძოლა ამ ეპიდემიასთან. მყისიერად ხორციელდება საპასუხო ღონისძიება იქ, სადაც შემთხვევების მატება ფიქსირდება” – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g