LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან, ვინც შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ირანში ის ხალხი ჩადის – ეს აშშ-თან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს“

114
თენგიზ შარმანაშვილი

„ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ვინც შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ირანში ის ხალხი ჩადის. ეს აშშ-თან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც არ დავიხევთ უკან“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა.

„ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ვინც იქ ჩავა, ამერიკის მტერია? მაშინ ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია დაწერეთ – სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა განსაკუთრებული მტრები არიან. შეგიძლიათ, საქართველოც მიაწეროთ. სულელ ადამიანზე ნუღარ მელაპარაკებით. იქ ვინც ჩავა, ყველა თუ ამერიკის მტერია, ამერიკამ განაცხადოს, რომ რაც ჩამოგითვალეთ, ყველა აშშ-ის მტერია. ჩვენ არავის ველოდებით, ნაბიჯებს ვდგამთ და ამერიკასთან გადატვირთვა მოხდება. არიქა, ხვალ დილით ეს თუ არ იქნება, ასე აგენტურა ფიქრობს, უცხოეთიდან თუ ვინმე არ შეეხმიანა, შეიძლება, გაგიჟდნენ. ჩვენს საქმეს მიზანმიმართულად ვაკეთებთ. ყველაფერი იმ დროს მოხდება, როცა შესაძლებელია იქნება.

ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ვინც შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ირანში ის ხალხი ჩადის. ეს აშშ-თან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც არ დავიხევთ უკან. ამის შესახებ აშშ-მა იცოდა და ის ნაბიჯები მას შემდეგ გადმოიდგა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნამყოფი იყო სამძიმარზე სხვა შემთხვევაში. აქ რომ საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, ასე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას გეგმავენ აშშ-ში. იქ უფრო სერიოზული ხალხია, ვიდრე ესენი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები