„ადვოკატები ცდილობენ, ეს საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს გადატრიალება კი არ იყო, არამედ სპონტანური, მშვიდობიანი აქცია. მშვიდობიანი რომ არ იყო, იმ ქმედებებით დადასტურდა, რაც ვიხილეთ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით“ – პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ბაჩო ახალაიას დადებითი როლი რომ არ ჰქონდა, ფაქტია. ალბათ ამ თემაზე პროკურატურას უნდა დაველოდოთ, რადგან საქართველო ის სახელმწიფო არ არის, რომელიც ვინმეს უსამართლო ბრალდებას წაუყენებს“
„ადვოკატები ცდილობენ, ეს საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს გადატრიალება კი არ იყო, არამედ სპონტანური, მშვიდობიანი აქცია. მშვიდობიანი რომ არ იყო, იმ ქმედებებით დადასტურდა, რაც ვიხილეთ. პაატა ბურჭულაძემ თქვა, პრეზიდენტის ეზოში კი არ შევიჭერი, სპეცრაზმისა და ახალგაზრდების დაშორება გვინდოდაო. ეს მაშინ, როცა ბურჭულაძემ „დასატყვევებლების“ სია წაიკითხა. ზოდელავამ თქვა, პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდეთ, გასაღები უნდა ჩავიბაროთო. ასეთ ვითარებაში იმის მტკიცება, რომ არაფერს აპირებდნენ, სულ მცირე, სასაცილოა. ღალატი მხოლოდ შენიანს შეუძლია, უცხო ვერ გიღალატებს და მისგან ერთგულებას არ უნდა ელოდო. თავად გაერკვნენ ამ საქმეში და თქვან, რას აპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და ვინ რა როლი ითამაშა გადატრიალების საქმეში. ამას გამოძიებას თუ ეტყვიან, ეს მათ განაჩენზეც აისახება. არ უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ეს ყველაფერი დიდი ქსელი იყო. თავის დროზე მუშტებს იქნევდნენ და დასაპატიმრებელთა სიებს კითხულობდნენ, ახლა თავს იმართლებენ და ბუჩქებში იმალებიან, ვითომ საქმის კურსში არ იყვნენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ბაჩო ახალაია: „აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი – არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, „პაატათი“ მიმართვა, ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები“
„არ უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.“