LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „გიორგი გახარია ქალაქში არ იმყოფება, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები კი აქ ვართ, ვიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას“

129
გიორგი გახარია და თეონა აქუბარდია

„აქციის ორგანიზატორები არცერთი არ ვართ, თუმცა მონაწილეობას ვიღებთ, აქ ჩვენი გუნდის სხვა ლიდერებიც არიან“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ქალაქში არ იმყოფება.

ნათია მეზვრიშვილი: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს „სიების ჩახსნა“ და რეგისტრაციაზე უარი, იურიდიულ ნონსენსზე როცა მიდიხარ, დამატებით იმედგაცრუებას იწვევ“

„არცერთი აქციის ორგანიზატორები არ ვართ, თუმცა მონაწილეობას ვიღებთ, აქ სხვა ლიდერებიც არიან, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები. უშუალოდ გიორგი გახარია არ გახლდათ ქალაქში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა ლიდერებით არის წარმოდგენილი.

გექნებათ შესაძლებლობა, მათ შორის გიორგი გახარიასგან მიიღოთ კომენტარი, თვითონ გააკეთებს კომენტარს. აქ ვართ და წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს, ვიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის იმ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან.

გიორგი გახარია: „ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“

გიორგი გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოიპარა.

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს კონსტიტუციური სივრცე, ისევე, როგორც კონსტიტუციურად არჩეული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. წინააღმდეგობის მშვიდობიან ფორმებს, ისევე როგორც პოლიტიკური ბრძოლის, აუცილებლად ექნება შედეგი“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g