LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“

149
თეონა აქუბარდია და შალვა პაპუაშვილი

„შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ეს არის რეპრესიების დაანონსება.

„შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას” და “გირჩის”(„გირჩი – მეტი თავისუფლება“) ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება.

შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის […]

ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე „ქართული ოცნება“, მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები