LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა დოლენჯაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

17
Copy of ART FM Talk With. (1)

საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს ცნობილი ადამიანების მუსიკალური გემოვნება, ამიტომ რადიო „ფორტუნა“ აგრძელებს გადაცემათა ციკლს ,,რას უსმენენ ცნობილები“. ამჯერად ნია მოძმანაშვილს ჟურნალისტი და მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სიამოვნებით ისაუბრა საყვარელ მუსიკოსებსა და კომპოზიციებზე.

თეონა, რა პრინციპით შეარჩიეთ შვიდეული, რომელსაც ჩვენს მსმენელს წარუდგენთ?

– ძალიან რთული აღმოჩნდა მხოლოდ 7 სიმღერის შერჩევა. გადავწყვიტე ყოველი კომპოზიცია ჩემი ცხოვრების გარკვეულ მოვლენასთან დამეკავშირებინა. მეშვიდე პოზიციაზე ჯგუფი Queen-ა კომპოზიციით Bohemian Rhapsody. ამ სიმღერას პირველად მამის სახელოსნოში მოვუსმინე, ის ხატავდა, მე კი, აღფრთოვანებული ვიყავი სიმღერით, რომელმაც როკი და ოპერა გააერთიანა საკუთარ თავში. QUEEN – ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია, ფრედი მერკური კი, უდავოდ გენიოსია.

7. Queen – Bohemian Rhapsody

– მეექვსე პოზიციაზე ჯგუფი prodigy-ა კომპოზიციით no good. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, რადგან სტუდენტობის პერიოდში ვუსმენდი. 1990-იან წლებში, როცა მთელი თბილისი ჩაბნელებული იყო, ატენის ქუჩაზე, მე-16 სართულზე ვცხოვრობდით და სინათლის მოსვლისთანავე  ამ სიმღერას ვრთავდით, ერთგვარად ვაპროტესტებდით არსებულ სიტუაციას და თითქოს ამ სიმღერით გვინდოდა სიბნელის დამარცხება. ბათუმის  ჯაზ-ფესტივალზე prodigy-ს კონცერტს დავესწარი, უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და შეუძლებელი არაფერია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ no good – ჩემი საპროტესტო ჰიმნია.

6. The Prodigy – No Good

– თეონა, რომანი,,,ჩიტი არ გამოფრინდება“ ჯერჯერობით თქვენი ბოლო ნამუშევარია. რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა მწერლისთვის?

– წერის დროს ყოველთვის მუსიკას ვუსმენ. როცა რაიმე ემოციურს ქმნი, მუსიკაც ენერგიისმომცემი უნდა იყოს. სიმართლე ვთქვა, მუსიკის გარეშე არაფერი გამომდის. ბოლო რომანი, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოვიდა, აფხაზეთის და სირიის ომზეა. ძალიან გამიჭირდა კომპოზიციის შერჩევა და მეტწილად ბეთჰოვენის adagio-ს ვუსმენდი, რადგან  თვითონ მჭირდებოდა დამშვიდება. ლიტერატურას უკავშირდება შემდეგი სიმღერაც – Depeche Mode-ის personal jesus. სხვათა შორის, ზუსტად ასე -,,პერსონალური ქრისტე“ ჰქვია ჩემს ერთ-ერთ წიგნსაც. ყოველთვის ძალიან მომწონდა ამ ჯგუფის შემოქმედება, მისი ტექსტები, რომლებშიც პოეზიაცაა და ფილოსოფიაც. სწორედ Depeche Mode -ის მოსმენისას დავფიქრდი პირველად რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას და ტექსტს, კომპოზიციამ კი, მოთხრობის დაწერა შთამაგონა, რომელიც ლიტერატურული პრემიის „საბას“ ფინალისტი გახდა.

5. Depeche Mode – Personal Jesus

– მეოთხე პოზიციაზე ჯანსუღ კახიძეა სიმღერით “მოვა მაისი“, რომელიც ჩემს რომანტიკულ ისტორიას უკავშირდება და ბედნიერ დროს, ჩემთვის ძალიან ძვირფას დღეებს მახსენებს – სიყვარული, მაისის საღამოები და ლაჟვარდოვანი ცა. სინამდვილეში, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია საზღვრების გარღვევა და ადამიანის აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადასროლა. მინდა ყველას ნამდვილი და მარადიული სიყვარული ვუსურვო.

4. მოვა მაისი – ჯანსუღ კახიძე

– მესამე პოზიციაზე ჯენის ჯოპლინის კომპოზიციით kozmic blues. მართალია, ჯოპლინი ძალიან ახალგაზრდა – 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მაინც უზარმაზარი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვება. ჯოპლინი ჩემთვის ნამდვილი თავისუფლების სიმბოლოა.

3. Janis Joplin – Kozmic Blues

– ძალიან მიყვარს ოპერა, ამიტომ მეორე პოზიცია nessun dorma-ს მივაკუთვნე ლუჩიანო პავაროტის არაჩვეულებრივი შესრულებით. ვფიქრობ, სწორედ nessun dorma-ა სიყვარულის, სიცოცხლის და გამარჯვების ჰიმნი, ამიტომ როცა ცუდ ხასიათზე ვარ ყოველთვის ამ ნაწარმოებს ვუსმენ.

2. Luciano Pavarotti sings “Nessun dorma” from Turandot

– პირველ პოზიციაზე დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე პირველის შექმნილი უნიკალური საგალობელი „შენ ხარ ვენახია“, რომლის მოსმენის დროს მართლაც ვგრძნობ ღმერთის სიახლოვეს. ძალიან მინდა, რომ საგალობელს ქართველმა პოლიტიკოსებმა, რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა მოუსმინონ, რათა მიხვდნენ, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა – ერთიანობა და სულიერებაა.

  1. შენ ხარ ვენახი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g