LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძე: „ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, ალა ბორისოვნა, თქვენ ჩვენი ხართ!..“

856
teona

თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო ვიდეოს წერს „ინსტაგრამზე“ და ვრცლად საუბრობს შექმნილი ვითარების შესახებ, ასევე ალა პუგაჩოვასაც მიმართავს, რომელმაც, მისი თქმით, რუსეთი დატოვა:

„ამას წინათ სოციალურ ქსელში მოხვდა ჩემი საყვარელი სასულიერო პირის ქადაგება, სადაც ის გამოხატავდა სიხარულს იმის გამო, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა. ამასთან დაკავშირებით ჩემმა მეგობარმა თბილისიდან დამირეკა და მკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი. მას შემდეგ, რაც დავუდასტურე, იკითხა: „როგორ, რუსეთი რუსეთიდან წავიდა?“ მილიონობით ადამიანისთვის საქართველოში ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა, ის თავად არის რუსეთი. ამ ვიდეოზე თქვენი გამოხმაურება, ალა ბორისოვნა, ფანტასტიკური და ნიჭიერია. მთლიანობაში თქვენი შემოქმედება, რაც მაინტერესებს, თქვენი გენიალური არტისტული ტალანტი – ისეთი ეტალონი გვანახვეთ არტისტიზმის, ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, თქვენ ჩვენი ხართ და ჩვენი იქნებით ყოველთვის.

რაც შეეხება ანდრეი ტკაჩოვის ქადაგებას, მამა ანდრეი, თქვენ მოგიძღვნით ჩემი გამოსვლის მეორე ნაწილს – თქვენსაუბრობთ მადლიერებისა და უმადურობის შესახებ. იმის თაობაზე, რომ ევროპამ დაივიწყა, როგორ ათავისუფლებდა რუსი ვანია მას სადისტებისგან. მართლაც ასე იყო… მაგრამ მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც, ძალიან დიდი რაოდენობით და ჩვენ ვიყავით ერთად და დაუმარცხებლები. არა მხოლოდ რუსმა აღმართა რაიხსტაგრზე დროშა, არამედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამაც…“

ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Teona Kontridze (@teonakontridze)

პოპულალურები