დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი თეონა ლაბაძე საფრანგეთის მაღალი დონის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა.
თეონა ლაბაძე პირველი ქალი იუნკერია, რომელიც 2022 წელს, სენ-სირ კოეტკიდანის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა.
ცნობისთვის, სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა [მაგისტრატურა] სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს და სტუდენტებს უმაღლესი დონის სპეციალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.