LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს

40
Untitled design (1)

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა. მან წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა.

„საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ხუთი კვირის განმავლობაში იუნკერებმა სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები