LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების გაფართოება 5 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი

33

ავტოსატრანსპორტო საშუალებების  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად ჩატარებისა და ავტომფლობელებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით ქვეყანაში მიმდინარეობს  არსებული აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აღჭურვა-გადაიარაღებისა და ახალი ხაზების დამატების პროცესი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ქვეყანაში ამჟამად არსებულ ცენტრებს მიეცათ შესაძლებლობა, მათი სურვილისამებრ, დაამატონ ტესტირების ახალი ხაზები სახელმწიფოს წინაშე აღებული გარკვეული ვალდებულებებით, კერძოდ:

იმ აკრედიტებულმა კომპანიებმა, რომლებსაც 2017 წლის 11 დეკემბრამდე აქვთ განხორციელებული ანგარიშსწორება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით (აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით), ასევე 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვთ განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით, 2018 წლის 5 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია – თითოეული ხაზისთვის 100 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე საქართველოში რეგისტრირებულ მთლიან ავტოპარკს დაფარავს.

რეფორმის სრულყოფილად და წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტესტირების ცენტრების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მოთხოვნები, რომლებიც შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია  SGS-ის რეკომენდაციით არის მომზადებული, 2017 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ხოლო შესაბამისი რეგლამენტები 2017 წლის 1 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g